ფიროსმანი

Tuesday, May 11, 2010

რესტორანი

რესტორანში შეხვედრა მერაბ ჯალაღონიას იდეა იყო – მითხრა, საუბარი არაოფიციალურ გარემოში მირჩევნიაო. ბატონი მერაბი თავის მეგობარ გია ჩიგოგიძესთან ერთად გავიცანი. ისინი პრაღაში სამუშაოდ 4 წლის წინ ჩამოვიდნენ და, როგორც სხვა ქართველებს, თავდაპირველად მათაც ძალიან გაუჭირდათ ჩეხეთის დედაქალაქში დამკვიდრება და საქმის წამოწყება.
როგორც მერაბ ჯალაღონიამ მითხრა, საჭირო საბუთების შესაგროვებლად 6 თვე დახარჯა და კიდევ უფრო მეტი, სანამ მისი და მისი მეგობრის ნახატებით სერიოზულ გალერეებს დააინტერესებდა.
[მერაბ ჯალაღონიას ხმა ] ”პირველი რიგის სირთულეებს წარმოადგენს საბუთები. აქ თუ საბუთები არ გაქვს, ისე არავინ არ ხარ…”

No comments:

Post a Comment