ფიროსმანი

Tuesday, May 11, 2010

რესტორანი

რესტორანში შეხვედრა მერაბ ჯალაღონიას იდეა იყო – მითხრა, საუბარი არაოფიციალურ გარემოში მირჩევნიაო. ბატონი მერაბი თავის მეგობარ გია ჩიგოგიძესთან ერთად გავიცანი. ისინი პრაღაში სამუშაოდ 4 წლის წინ ჩამოვიდნენ და, როგორც სხვა ქართველებს, თავდაპირველად მათაც ძალიან გაუჭირდათ ჩეხეთის დედაქალაქში დამკვიდრება და საქმის წამოწყება.
როგორც მერაბ ჯალაღონიამ მითხრა, საჭირო საბუთების შესაგროვებლად 6 თვე დახარჯა და კიდევ უფრო მეტი, სანამ მისი და მისი მეგობრის ნახატებით სერიოზულ გალერეებს დააინტერესებდა.
[მერაბ ჯალაღონიას ხმა ] ”პირველი რიგის სირთულეებს წარმოადგენს საბუთები. აქ თუ საბუთები არ გაქვს, ისე არავინ არ ხარ…”

ქარ)თველი ვიღაცა მხატვარი

კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) [ჩეხური მუსიკა] გასულ შაბათს ჩვენი ყოველკვირეული რეპორტაჟების ციკლში ”ქართველები პრაღაში” გაგაცანით ერთი ქართველი ახალგაზრდა, მაკა სოსელია, რომელიც პრაღის ცენტრში მდებარე ”გალერეა მიხალსკაში” მუშაობს. ამ გალერეაშია გამოფენილი პრაღაში მცხოვრები ქართველი მხატვრის ჯიმშერ (მერაბ) ჯალაღონიას ნამუშევრები. დღეს მინდა გაგაცნოთ სწორედ ის და კიდევ ერთი მხატვარი, გია ჩიგოგიძე, რომელთაც პრაღის ერთ-ერთ ხალხმრავალ რესტორანში შევხვდი.